ალექსანდრე დუგინი - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება გამორიცხულია
Primary tabs
ალექსანდრე დუგინი - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება გამორიცხულია
საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ლიდერი, ალექსანდრე დუგინი აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებას გამორიცხავს. argumenti.ru-სთან საუბარში დუგინი რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და ისაუბრა იმაზე, თუ რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში.
როგორც დუგინი აცხადებს, სანამ კონკრეტულზე დაიწყება საუბარი, უნდა მოხდეს იმაზე ჩამოყალიბება, თუ რა უნდა რუსეთს საქართველოსგან.
"რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში შემდეგი პროგრამა უნდა ჰქონდეს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავისახოთ მთავარი ამოცანა: ამერიკული ბაზების არყოფნა. თუ იქ ამერიკული ბაზები იქნებიან, ჩვენ წაგებულები ვიქნებით. თუ აღარ იქნებიან-მოგებული. როგორ უნდა
მივაღწიოთ, რომ ამერიკული ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე აღარ იყოს? ამის მიღწევა სხვადასხვა გზით შესაძლებელია. მაგალითად, დავუახლოვდეთ საქართველოს, წავიდეთ რაღაც სახის დათმობებზე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღების გარდა, რადგან ეს შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებული არაფრის შეთავაზება არ შეგვიძლია საქართველოსთვის კომპენსაციის სახით", - განაცხადა დუგინმა.
წყარო