ალექსანდრე დუგინი: “აზერბაიჯანს წაყენებული აქვს მკაცრი პირობა, – დაივიწყოს ისეთი სიტყვები როგორიც არის აშშ და დასავლეთი.”
Primary tabs
ალექსანდრე დუგინი: “აზერბაიჯანს წაყენებული აქვს მკაცრი პირობა, – დაივიწყოს ისეთი სიტყვები როგორიც არის აშშ და დასავლეთი.”
(ექსკლუზიური ინტერვიუ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორთან, საერთაშორიო ევრაზიული მოძრაობის ლიდერთან ალექსანდრე დუგინთან)
- 3 ივნისს რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და აზრერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს შორის შედგა სატელოფონო საუბარი, სადაც განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. ამას წინათ კი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში დაგეგმილია ვლადიმერ პუტინის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში. თქვენი აზრით, რა მიზნით ჩადის პუტინი აზრებაიჯანში?
- ახლა რუსულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობაში რთული პერიოდია, და ეს საკითხი მეტ ყურადღებას მოითხოვს. მე ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის პოზიცია გარკვეული თვალსაზრისით უნდა შეიცვალოს, ვინაიდან რეგიონში იცვლება ძალთა თანაფარდობა. ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ პროამერიკული პოლიტიკა ყველგან ჩაფლავდა. მოვლენები ეგვიპტესა და თურქეთში გვიჩვენებენ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები – საუდის არაბეთი და ყატარი ვერ უმკლავდებიან პოლიტიკური პროცესების ორგანიზაციას. ამასთანავე, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი რაც უფრო დიდ ხანს რჩება ხელისუფლების სათავეში, მით უფრო ეცემა ამერიკის როლი რეგიონში და მით უფრო მეტი ადამიანები აცნობიერებნ იმას, რომ აშშ-ის დახმარებას მხოლოდ ნგრევა და ქაოსი მოაქვს. აი, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფსონი აშშ-ზე დადო და დაკარგა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა; თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა ფსონი აშშ-ზე დადო და მიიღო სახალხო აჯანყება; ეგვიპტის პრეზიდენტმა მურსიმ ფსონი აშშ-ზე დადო და დაამხეს; ამიტომ ნათელი ხდება, რომ რეგიონში აშშ აღარ განსაზღვრავს პოლიტიკას…
ახლა ბაქოს თვითონ ცხოვრება კარნახობს, რომ კიდევ ერთი მოლაპარაკება აშშ-თან, კიდევ ერთი მცდელობა, რომ როგორმე დაუახლოვდეს დასავლეთს და ის სიტუაცია, რომლის შესახებაც ზემოთ ვსაუბრობდით, გადავა აზერბაიჯანზეც. პუტინი ალბათ სერიოზულად დაელაპარაკება ალიევს, რომ სიტუაცია უნდა გაირკვეს. თუკი ალიევს სააკაშვილივით, მურსივით და ერდოღანივით სურს პროამერიკული რეჟიმების გზით იაროს, ეს მოსკოვისთვის მიუღებელი იქნება. იგივე შეიძლება ითქვას სომხებზეც. თუკი ერევანს სურს ეკეკლუცოს დასავლეთს, ჩვენ მას სხვა ენაზე დაველაპარაკებით.
ამერიკულმა პოლიტიკამ რეგიონში კრახი განიცადა, რის გამოც რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში ტონი შეიცვლება. ბაქოს მოუწევს იმის გაცნობიერება, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი არც აშშ-ია და არც თურქეთი, არამედ რუსეთია. თუკი რუსეთი ამ თვალსაზრისით პოლიტიკას შეცვლის, ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას წერტილი დაესმება. მე ვფიქრობ, რომ პუტინი ახლა სრულიად მომზადებულია ალიევთან სერიოზულად სასაუბროდ, რომელსაც მოუწევს არჩევანის გაკეთება: ვისთან და რა ფორმით ითანამშრომლოს მომავალში. უნდა იქნას გათვალისწინებული ის მომენტიც, რომ რუსეთი უზარმაზარი სიმპათიით არის განწყობილი აზერბაიჯანის მიმართ. ჩვენ ის გვჭირდება როგორც მეგობარი და მოკავშირე სახელმწიფო. ჩემი აზრით, ახლა მოსკოვმა, ბაქომ, სომხეთმა და თეირანმა ერთობლივად, აშშ-ისა და ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე უნდა გადაჭრან ყარაბახის პრობლემა.
- პუტინი ჩადის ბაქოში ასეთი პირობით, – ან დასავლეთი, ან რუსეთი?
- პუტინი ბაქოში ჩადის მეგობართან, ძმასთან, რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების პირობებში. როგორ დაელაპარაკება ის ბაქოს? ის ეტყვის ამერიკელებს და ევროპელებს, – ჯანდაბას იქით გზა გქონიათ, არავითარი ნატო და არავითარი ევროკავშირი. ჩვენ თვითონ დავსხდებით და გადავწყვიტავთ ჩვენს პრობლემებს. ის ნამდვილად ახალი ვითარების პირობებში ჩადის აზერბაიჯანში. უკანასკნელ პერიოდში რეგიონში მოხდა გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებები. რაც ადრე მხოლოდ სასურველი იყო, დღეს ფაქტია.
ბევრი ჩემი კოლეგა, ბაქოდან დაბრუნების შემდეგ, მეუბნება, აზერბაიჯანული ექსპერტები დაინტერესებულნი არიან იმით, რამდენად ემთხვევა ჩემი პოზიცია კრემლის პოზიციას. მინდა მივმართო მათ: უმჯობესია ყურადღება მიაქციონ იმას თუ რამდენად ემთხვევა ჩემი ანალიზი იმას, რაც შემდგომ ხდება რუსეთისა და რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აი, ასე. მე ვთვლი, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში იხსნება ახალი ფურცელი, სადაც აზერბაიჯანს წაყენებული აქვს მკაცრი სასტარტო პირობა: დაივიწყოს ისეთი სიტყვები, როგორიცაა “აშშ” და “დასავლეთი”. საუბარში ამერიკა ფრჩხილებს გარეთ უნდა იყოს გატანილი.
- 2008-12 წლებში მრავალრიცხოვანი შეხვედრები გაიმართა მედვედევს, ალიევსა და სარქისიანს შორის. იმ შეხვედრებზე აშშ მართლაც ფრჩხილებს გარეთ იყო გატანილი, მაგრამ დადებითი შედეგები აზერბაიჯანისთვის იმ შეხვედრებს არ მოუტანია. რა შეიცვლება ახლა?
- მე ბევრჯერ მითქვამს აზერბაიჯანულ პრესაში, ცოტა უფრო ნაკლებად სომხურში (აზერბაიჯანელები, უბრალოდ, უფრო ხშირად მომმართავენ), რომ ყარაბახის კონფლიქტს არა აქვს პოზიტიური გადაწყვეტა. ეს ერთი, მეორეც, ფრჩხილებს გარეთ არის გასატანი არამარტო აშშ, არამედ – მედვედევიც. ეს იყო სრული გაუგებრობა, ფიგურა, რომელიც არაფერს არ წყვეტდა და რომელსაც მხოლოდ აიფონით თამაში შეუძლია. მედვედევის დროს არავითარი პოლიტიკა არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს იყო წარმოდგენა, გათამაშებული იმისათვის, რომ პუტინი დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში. ასე მიიჩნევდა მთელი პოლიტიკური ელიტა და მთელი მოსახლეობა რუსეთში, – მედვედევი ტაქსისტივითაა, საითაც უბრძანებენ, იქით მიდის. ქვეყანას მართავს პუტინი, თანაც უფრო და უფრო დამაჯერებლად, თანმიმდევრულად და მტკიცედ. მისი პოზიცია თვისებრივად არ იცვლება. კურსი იგივეა, მაგრამ პოლიტიკური რეფორმების საქმეში სიჩქარე საგრძნობლად მატულობს.
მე ვფიქრობ, რომ პუტინისა და ალიევის შეხვედრა ჩაივლის მეგობრულ ვითარებაში და აზერბაიჯანის პრეზიდენტი იტყვის: დიახ, ჩვენ დავივიწყეთ აშშ. მან პუტინთან საუბრის დროს აშშ-ის ფაქტორი არ უნდა გაითავლისწინოს. მე არ ვამბობ, რომ აშშ-ის ფაქტი საერთოდ არ არის გასათვალისწინებელი, რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, მაგრამ არა პუტინთან საუბრის დროს. ამიტომ მოვუწოდებ მე, რომ ინერციით ძველი შტამპები არ გადმოიტანონ ახალ რეალობაში. ამ შეხვედრის შემდეგ თქვენ ნახავთ სულ სხვა პუტინს და სულ სხვა რუსეთს, _ ძლიერს, თავისი ინტერესების დამცველს, რეგიონულ ჰეგემონობაზე პრეტენზიის მქონეს, მაგრამ ამ ფუნქციებს მარტო ვერ შევასრულებთ. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი მოკავშირეები და პარტიონერი, ვისთანაც ერთად ჩვენ ავაშენებთ ევრაზიულ პოლიტიკას და ამის შემედგ შესაძლებელი გახდება ყარაბახის თემაზე საუბარიც.
აშშ-სა და ევროკავშირის გარდა აზერბაიჯანმა არ უნდა ახსენოს ისრაელიც. ბაქოში ახლა დიდი რაოდენობაა არასაჭირო ისრაელელებისა. მე ვფიქრობ, რომ პუტინის ჩასვლისთვის, საჭიროა მათი დეპორტაცია, რათა მათ ხელი არ შეუშალონ თბილი და წყნარი ატმოსფეროს შექმნას. ისრაელი ახლა არცთუ ისე შორს არის რუსეთთან ომისგან. მას შემდეგ, რაც მან დაბომბა დამასკო, პუტინს მკვეთრად შეეცვალა დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისარელის აგენტების დიდი რაოდენობით ყოფნა ბაქოში ხელს არ შეუწყობს ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას თბილ ვითარებაში.
- ოქტომბერში აზერბაიჯანში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. შეიძლება თუ არა, რომ პუტინის ვიზიტი განვიხილოთ როგორც ერთგვარი მხარდაჭერა მოქმედ პრეზიდენტ ალიევისადმი?
- პუტინს უნდა სერიოზულად დაელაპარაკოს ალიევს. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ არსებობს მრავალი მეთოდი ნებისმიერი პირის ხელისუფლებიდან ჩამოსაცილებლად პოსტსაბჭოთა სივრცეში. პუტინს მეტი ისტორიული დრო აღარა აქვს, მას წუთიც კი არ რჩება ზედმეტი. ბაქოში ის არ ალაპარაკებს მეორეხარისხოვან საკითხებზე, ის იქნება პირდაპირი, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.
- არის აზრი იმის შესახებაც, რომ მოსკოვმა შესაძლებელია ფსონი დადოს კინორეჟისორ რუსტამ იბრაგიმბეკოვზე, რომელმაც თავისი კანდიდატურა დააყენა. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- იბრაგიმბეკოვთან გარკვეული მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ეს ზუსტია, მაგრამ აზერბაიჯანთან შეკითხვები რუსეთს აქვს, ისევე როგორც აზერბაიჯანს აქვს შეკითხვები რუსეთთან. მე მხოლოდ ჩემს მოსაზრებებს არ მოგახსენებთ. ეს რეალობაა და მისი გათვალისწინების პროცესში ემოციები განზე უნდა გადავდოთ და შინაარსი გავაცნობიეროთ.
- ბოლო პერიოდში რუსეთ-სომხეთის ურთიერთოებშიც ყველაფერი რიგზე ვერ არის. რა ელოდება სომხეთს თუკი ის დასავლეთთან თამაშს არ მოეშვება?
სომხეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მათ ბევრი კარგი მიიღეს რუსეთთან მეგობრობით, მაგრამ სურთ უფრო მეტი. თუმცა რუსეთსაც აქვს ლიმიტი, რისი მიცემა შეუძლია და რისი – არა. შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ერთს ჰგონია, რომ საკმარისი არ მისცეს, ხოლო მეორეს ჰქონია, რომ საჭიროზე მეტი მისცა. ყარაბახის კონფლიქტში რუსეთი არც აზერბაიჯანის მხარეს ყოფილა და არც – სომხეთის. ამ კონფლიქტში რუსეთი რუსეთის მხარეს იყო. ზუსტად ასე! ბევრი რამ იდიოტურად გაკეთდა, ვინაიდან 90-იან წლებში რუსეთი უფრო აშშ-ს მხარეს იყო, ვიდრე რუსეთის, მაგრამ ახლა რუსეთი გონს მოდის და არავის მხარეს დგომას არ აპირებს. ყარაბახის პროცესში რუსეთი ღიად მხარს არც ერთ მხარეს არ დაუჭერს, ეს არ მოხდება. აზერბაიჯანელები ფიქრობენ, თუ რუსეთი ჩვენს მხარეს არ დადგება, ჩვენ წავალთ ამერიკისკენ, მაგრამ ეს შესაძლებელია ძალიან ცუდად დამთავრდეს.
სომხებმაც უნდა გაიგონ: რუსეთისგან ისინი მიიღებენ იმდენს ან ნაკლებს, რასაც იღებდნენ, არავითარ შემთხვევაში უფრო მეტს, მაგრამ თუკი ისინი მოინდომებენ მეტის მიღებას შანტაჟის გზით, რომ ვითომ წავლენ ამერიკისკენ, ეს მათ სერიოზულ სირთულეებს შეუქმნის.
ბახრამ ბატიევი
www.vesti.az