უმცროს შიო ვასაძეს დაბადების დღეზე
შენი სამშობლო უწვდომელია მტრისათვის. ის სხვა სივრცეებში სუფევს და მტერს არ ძალუძს მისი დამარცხება. მტერი ეტანება მის სპეტაკ სხეულს, კბილებითა და კლანჭებით ჰგლეჯს მას, მაგრამ წმინდა სისხლი შენი სამშობლოისა თავადაა მალამო მისივე ჭრილობებისა. მხეცს ჰგონია, რომ სამუდამოდ ჩამოაგლიჯა მას სხეულის ნაწილები, აღტკინებისაგან გონება უბნელდება, მის სრულ განადგურებასა ლამობს, მაგრამ არ შეუძლია მტერს განადგურება შენი სამშობლოისა. შენი სამშობლო მკვდრეთით აღდგომაა, გამარჯვებაა უმანკოებისა, მორცხვი მზერაა მშვენიერი ქალწულისა, რომლის მჩაგვრელიც ვერაფერს მიიზღავს გარნა სიმწრისა, ცრემლისა და დამარცხებისა.