დუგინი და ევროსაბჭოთა იდეის მეტამორფოზები

 

დუგინი და ევროსაბჭოთა იდეის მეტამორფოზები:

ალეკსანდრ დუგინი და ფრანგული რადიკალური მემარჯვენეობა (სტეფან ფრანსუა, 2009 წლის 9 აპრილი):

მეცნიერებათა ისტორიის და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ალეკსანდრ დუგინი ისლამური რენესანის პარტიის დამფუძნებელ გეიდარ ჯამალთან ერთად  ეხლა ითვლება რუსული ახალი მემარჯვენეობის მთავარ იდეოლოგად.

1990-ანი წლების დასაწყისიდან ის იმდენად დაუახლოვდა  ფრანგულ ახალ მემარჯვენეობას(Nouvelle droite) რომ ამ მოძრაობის სპეციალისტი პიერ ანდრე ტაგიევი (Pიერრე-André Taguieff ) მას თვლის მოსკოვში ახალი მემარჯვენეობის ქსელის დამაარსებლად. უპირველეს ყოვლისა ლაპარაკია მოსკოვში პოპულარული გეოპოლიტიკური კონცეფცია ნეო-ევრაზიელობის მთავარ თეორეტიკოსზე. მაგრამ მისი ევრაზიელობა რადიკალურად განსხვავდება 1920-ანი წლების რუსული ემიგრაციის ევრაზიელობისგან.

დუგინი 1994-1998 წლებში იყო ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელი. შემდეგ ის იყო ისტორიულ-რელიგიური ასოციაცია არკტოგეიას ხელმძღვანელი.

   200-ანი წლების დასაწყისში, ევრაზიული მოძრაობის (პარტიად იქცა 2001 წლის აპრილში) დაარსებასთან ერთად ის დაუახლოვდა პუტინს.

(ჩანართი ვიკიპედიიდან: ამ ვაჟკაცის მამა გელიი ალეკსანდროვიჩ დუგინი გახლდათ საბჭოთა სამხედრო დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტი. 

თვითონ «ბიჭი» 1980 წელს გახდა წევრი წრისა რომელსაც ხელმძღვანელობდა ფაშისტი მისტიკოსი, ერთ-ერთი პირველი რუსი «ახალი მემარჯვენე» და ორგანიზაცია « სს-ის შავი ორდენის» «რაიხსფიურერი» ევგენი გოლოვინი. დუგინი თავს თვლის მის მოწაფედ. გოლოვინის წრე შედგებოდა ცნობილი მოსკოველი მოდისიდენტო მწერალი იური მამლეევის წრის («იუჟინსკიი კრუჟოკ») წევრებისგან. მაგრამ 1974 წელს ემიგრაციაში წასულ მამლეევთან  დუგინს არ უვლია. მამლეევის წრის სხვა მონაწილე გეიდარ ჯემალთან ერთად დუგინი შევიდა გოლოვინის მიერ შექმნილ ორგანიზაციაში « სსის შავი ორდენი» რომლის «რაიხსფიურერიც» იყო თვითონ გოლოვინი. 

1988 წელს გეიდარ ჯემალთან შევიდა დმიტრი ვასილიევის ეროვნულ-პატრიოტულ ფრონტ «პამიატში", მაგრამ გაძევებული იქნა იქიდან ოფიციალური ფორმულირებით იმიტომ რომ «ურთიერთობდა და ურთიერთობს ოკულტისტურ-სატანისტური დისიდენტური ემიგრანტული წრეების წარმომადგენლებთან, კერძოდ ვიღაც მწერალ მამლეევთან». 

1990-92 წლებში მუშაობდა კგბ-ს გახსნილ არქივებში და მოამზადა წერილები,წიგნები და გადაცემა « საუკუნის საიდუმლოები" ტელევიზიის პირველი არხისთვის).

როგორც ეს აჩვენა მარლენ ლარუელმა (Marlène Laruelle) ალეკსანდრ დუგინმა რთულ აზრში მოახდინა ეზოტერიზმიდან ფილოსოფიამდე და პოლიტიკამდე მრავალი იდეის სინთეზი. ის აერთიანებს გეპოლიტიკის, მეტაფიზიკის და ეზოტერიზმის იდეებს,იმოწმებს კარლ ჰაუსჰოფერს, ერნსტ ნიკიშს,კარლ შმიტს,ჟან თირიარს,იულიუს ევოლას, რენე გენონს თუ ჟან პარვულესკუს. ეს სინთეზი 1990-ანი წლების დასაწყისში აინტერესებდა ფრანგული რადიკალური მემარჯვენეობის სხვადასხვა ტენდენციას რომლებიც არასოდეს ყოფილან გულგრილნი რუსი იდეოლოგის მიერ გამოთქმული იდეებისადმი. 

ალეკსანდრ დუგინის პოლიტიკურ-ეზოტერული იდეები:

ალეკსანდრ დუგინის იდეები განიცდის მოსკოვის როგორც მესამე რომის იდეის გავლენას,მაგრამ ამას გარდა მასზე მოქმედებენ დასავლელი თანამედროვეობის მოწინააღმდეგ ტრადიციონალისტი ეზოტერიკოსი მოაზროვნეებიც, მაგალითად რენე გენონი და იულიუს ევოლა,და ეს მიუხედავად იმისა რომ ევოლას ეზიზღებოდა სლავები. 

ეს ავტორები XX საუკუნის პირველ ნახევარში ლაპარაკობდნენ «ტრადიციაზე» დიდი ასოთი, «საწყის,თავდაპირველ ტრადიციაზე». ეს ეზოტერული ცნება პირველად იხმარა (გამაჰმადიანებულმა ფრანგმა მოაზროვნე) რენე გენონმა რომელიც თვლიდა რომ ყველა ეზოტერული მიმდინარეობა მასონობის ჩათვლით და ყველა რელიგიური ტრადიცია არის ამ საწყისი ტრადიციის დეკნინებული და მატ-ნაკლებად დამახინჯებული ფორმები.

გენონი და ევოლა ამას გარდა ლაპარაკობდნენ საწყისი,თავდაპირველი ტრადიციის ჰიპერბორეულ წარმომავლობაზე. ევოლასთან მას ჰქონდა რასიული მნიშვნელობა. იულიუს ევოლა მეორე მსოფლიო ომის დროს გატაცებული იყო რასიული გამოკვლევებით. ევოლას აზრის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე ფილიპ ბაიე მას თვლის «ნეგაციონისტად» ანუ ებრაელთა გენოციდის ფაქტის უარმყოფელად თუ არა,სულ მცირე, «რევიზიონისტად».

მიუხედავად ამისა საწყისი,თავდაპირველი ტრადიცია ტრადიციონალისტური აზრის თანახმად მხოლოდ მეორეხარისხოვნად თუა პოლიტიკური. ის ძირითადად და უმთავრესად სულიერი და მეტაფიზიკური რიგისაა.

ალეკსანდრ დუგინმა,მაშ, თავის გეოპოლიტიკურ და ევრაზიულ დებულებებს შეუზავა ეზოტერული ელემენტები, განსაკუთრებით კი მინიშნებები ჰიპერბორეაზე და თეოსოფიური საზოგადოების დამფუძნებელი ელენა პეტროვნა ბლავატსკის რასიულ იდეებზე და აგრეთვე წარმოშობით რუმინელი ფრანგი მწერალი ჟან პარვულესკუს ნაყოფიერი სპეკულაციები.

მაგრამ «კლასიკური» დებულებების საწინააღმდეგოდ დუგინი ჰიპორბერეას ანუ საწყისი,თავდაპირველი ტრადიციის აკვანს დუგინი ათავსებს ჩრდილოეთ რუსეთში და ამაით ახდენს რუსული სამყაროს ადაპტაციას XX საუკუნის დასაწყისის გერმანელი და არიელი არიოსოფების იდეებთან. 

დუგინისთვის ყველაზე მეტად საინტერესო დასავლურ იდეებს შორის ვხედავთ გერმანულ «კონსერვატულ რევოლუციას», განსაკუთრებით ერნსტ ნიკიშის ნაციონალ-ბოლშევიზმს, ისევე როგორც 1960-ან წლებში ბელგიელი რადიკალი თეორეტიკოსი ჟან თირიარის ( ჟean Thiriart ) მიერ განვითარებულ იდეებს.  უზოგადესად რომ ვთქვათ გერმანული «კონსერვატული რევოლუცია» იყო 1918-1933 წლებს შორის განვითარებული აზრის უწინარეს ყოვლისა კულტურული მიმდინარეობა. ის უპირისპირდებოდა ვაიმარის რესპუბლიკას...

დიდად აინტერესებს დუგინს პანევროპელი აქტივისტ-რევოლუციონერი ჟან თირიარიც. მას უნდოდა ერთიანი, «ნაციონალურ-კომუნოტარულად» წოდებული სისტემის შემომღები ევროპული სახელმწიფო რომელიც არ დაეფუძნებოდა ეთნოსებს. ეს უნდა იყოს რეიკიავიკიდან ვლადივოსტოკამდე გადაშლილი «დიდი ევროპა».

ძალიან ანტიამერიკულად და ანტიიზრაელურად განწყობილი ჟან თირიარი ( ის ამბობდა რომ ანტისიონისტია და არა ანტისემიტი) ქადაგებდა ევროპისა და არაბული სამყაროს კავშირის აუცილებლობას. 

თავისი კონცეფცია მან გადმოსცა თავიდან 1964 წელს გამოცემულ წიგნში « 400 მილიონ ადამიანი იმპერია».

ევროპელი რადიკალი მემარჯვენე დამკვირვებლების აზრით   ჟან თირიარის იდეებმა გავლენა მოახდინეს დუგინის გეოპოლიტიკაზე.

1995 წელს დუგინმა მართლაც განაცხადა რომ გერმანია და რუსეთი იქნებიან დუბლინიდან ვლადივოსტოკამდე გადაშლილი ევროპის უძლიერესი სახელმწიფოები და ამით გზიმეორა და განავითარა ჟან თირიარის აზრი 
(ცნობისთვის- თირიარი 1991 წელს მოსკოვში იყო და აქტიურად უჭერდა მხარს კომუნისტებს,გ.მ.).

ალექსანდრე დუგინმა,მაშ, თავის გამოსვლებში მოახდინა თირიარის პანევროპული ანტიამერიკული ნაციონალიზმის და იულიუს ევოლას იმპერიული ეზოტერული და თანამედროვეობის წინააღმდეგ მიმართული აზრის, დასავლეთის მემარჯვენე რადიკალთა ზოგი მიმდინარეობის მოდელის, სინთეზი. 

დუგინმა აიტაცა ევოლას «იმპერიუმის» იდეა და ის გარდაქმნა «ევრაზიულ იმპერიუმად»:

ამასთან მართლმადიდებელი ტრადიციონალისტი დუგინისთვის მეფის გამოყოფა პაპისგან წარმოუდგენელი კათოლიკური ერესია. მის კონცეფციაში იმპერიას იმდენად თეოლოგიურად მიაგებენ პატივს რომ წარმოუდგენელია იმპერიისგან იზოლირებული და მისთვის უცხო ეკლესია.

რადიკალი დამკვირვებლების აზრით ეს სინთეზი მისტიკურ და სულიერ განზომილებას აძლევს კონცეფციას რომელიც უამისოდ მხოლოდ ნაციონალიზმის რაღაც ფორმა იქნებოდა. თირიართან ამ მოსაზრებებს არ ვხვდებით. 

დუგინის იდეები იწვევს ფრანგი რადიკალი მემარჯვენეების ინტერესს. მათ ხშირად განიხილავენ ინტერნეტზე თუ ბლოგებზე რომლებიც იაზრებენ ეთნიკურ,გეოპოლიტიკურ თუ იმპერიულ საკითხებს.

დუგინზე ბევრს ლაპარაკობდნენ 1990-ანი წლების დასაწყისში, შემდეგ ნაკლებს და 2000-ან წლებში ისევ მეტს...