დუგინი და ევროსაბჭოთა იდეის მეტამორფოზები
მეცნიერებათა ისტორიის და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ალეკსანდრ დუგინი ისლამური რენესანის პარტიის დამფუძნებელ გეიდარ ჯამალთან ერთად ეხლა ითვლება რუსული ახალი მემარჯვენეობის მთავარ იდეოლოგად.
1990-ანი წლების დასაწყისიდან ის იმდენად დაუახლოვდა ფრანგულ ახალ მემარჯვენეობას(Nouvelle droite) რომ ამ მოძრაობის სპეციალისტი პიერ ანდრე ტაგიევი (Pიერრე-André Taguieff ) მას თვლის მოსკოვში ახალი მემარჯვენეობის ქსელის დამაარსებლად. უპირველეს ყოვლისა ლაპარაკია მოსკოვში პოპულარული გეოპოლიტიკური კონცეფცია ნეო-ევრაზიელობის მთავარ თეორეტიკოსზე. მაგრამ მისი ევრაზიელობა რადიკალურად განსხვავდება 1920-ანი წლების რუსული ემიგრაციის ევრაზიელობისგან.
